სოციალური მედიის მოკლე ისტორია
დღეს ტერმინი სოციალური მედია ყველასთვის ნაცნობია. მსოფლიოს ყველაზე მიუწვდომელ წერტილშიც კი სმენიათ ფეისბუქის ან ტვიტერის შესახებ და არამარტო სმენიათ, არამედ იყენებენ კიდეც. თუმცა თავიდან ასე სულაც არ ყოფილა. სოციალური მედიის დღევანდელი ფორმა, რომლის გარეშეც თქვენ ახლა ცხოვრებაც კი ვერ წარმოგიდგენიათ, ახალია და სულაც რამდენიმე ათწლეულის უკან ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო.
მთავარი კი ის არის თუ თქვენ როგორ განმარტებას მოუფიქრებთ სოციალურ მედიას, სწორედ ამის მიხედვით შეგვიძლია დავიწყოთ მისი ისტორიის მოყოლა.
აი მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი საფოსტო მიმოწერას და წერილებით კომუნიკაციას განმარტავს როგორც სოციალურ მედიას, თუმცა უმრავლესობისთვის ეს ტერმინი დაკავშირებულია ინტერნეტთან, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ინფორმციის გაზიარება და კომუნიკაცია ჩვენთვის უცნობ ან უცხო ადამიანებთან, რომლებიც ზოგჯერ ჩვენგან ძალიან შორს არიან. ეს კი ნიშნავს, რომ სოციალური მედიის ისტორიას მივყვართ ერთ კონკრეტულ ვებსაიტთან და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს არ არის ფეისბუქი.
პირველი სოციალური მედიის ვებსაიტი იყო " Six Degrees". სახელი აღებულია თეორიიდან "Six degrees of Separation". ვებსაიტი 1997-დან 2001 წლამდე ფუნქციონირებდა. "Six Degrees" მომხმარებლებს სთავაზობდა შეექმნათ პროფილი და დამეგობრებულიყვნენ სხვა მომხმარებლებთან. საიტი არარეგისტრირებულ ადამიანებსაც აძლევდა საშუალებას დამეგობრებოდნენ და დაკავშირებოდნენ რამდენიმე ადამიანს.
"Six Degrees"-დან ინტერნეტი გადავიდა ბლოგინგისა და მომენტალური მიმოწერის ერაში. თუმცა აქაც შეგვიძია შევიტანოთ ეჭვი არის თუ არა ბლოგინგი სოციალური მედიის ნაირსახეობა, მაგრამ ფაქტია, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ მყისიერი კომუნიკაციის დამყარება როგორც ავტორთან, ასევე სხვა მკითხველებთან. ტერმინი "ბლოგი" მოდის ფრაზიდან "WEBLOG" , რომელიც ინტერნეტ ენაში ჯორნ ბერჯერმა, დაამკვიდრა. ბერჯერი პიონერი ბლოგერი და ვებსაიტ "Robot Wisdom"-ის რედაქტორი იყო.
შემდეგ გაჩნდა ICQ, რომელსაც მალევე მოყვა America Onlain, AOL-ის სწრაფი და მყისიერი მესენჯერით, რომელიც ძალიან მოექცა სოციალური მედიაში პიკზე.

2000: ინტერნეტი ყველგანაა
2000 წლიდან ინტერნეტ კავშირი უკვე 100 მილიონ ადამიანს აქვს და უმრავლესობა უკვე ხდებიან სოციალურად აქტიურები, თუმცა ეს მაშინ უფრო გართობის და ჰობის დონეზე განიხილებოდა. მალე უფრო და უფრო მეტი ადამიანები ქმნიდა "ჩატის ოთახებს" და უმეგობრდებოდნენ სხვა ადამიანებს. ხვდებოდნენ და განიხილავდნენ სხვადასხვა თემებს. თუმცა სოციალური მედიის "დიდი აფეთქება" ჯერ კიდევ წინ იყო.
2003: სოციალური მედიის პირველი დიდი ტალღა
შეიძლება დღევანდელმა ახალმა თაობამ არც კი იცოდეს, რომ 2000-იანებში ყველაზე პოპულრული ვებგვერდი "MySpace" იყო, სადაც შესაძლებელი იყო პროფილის შექმნა და მეგობრების დამატება. ეს იყო ორიგინალური ვებსაიტი, რომელმაც ინსპირაცია მისცა და სათავე დაუდო ისეთ ვებგვერდს, როგორიც ფეისბუქია.
მიუხედავად იმისა, რომ MySpace დღეს Facebook და Twitter-თან შედარებით ძალიან მცირე რაოდენობის მომხმარებელი ყავს, ის მაინც გამოიყენება მუსიკოსების მიერ, რომლებიც თავიანთი შემოქმედების რეკლამირებას ეწევიან. ხშირად პროდიუსერები სწორედ ამ ვებგვერდიდან პოულობენ წარმატებულ და ნიჭიერ არტისტებს, ამის მაგალითი Colbie Caillat-ია.
კიდევ ერთ-ერთი პირველი სოციალური ვებსაიტია LinkedIn, იქიდან გამომდინარე რომ ამ საიტს აქვს თავისი გამორჩეული ნიშა და სპეციფიური ხარისხი დღემდე პოპულარული და წარმატებულია. იმდროს როცა MySpace ითვლებოდა წამყვან სოც. მედია ვებსაიტად, LinkedIn იყო და რჩება პროფესიონალი ბიზნეს ადამიანებისთვის, რომლებიც უკავშირედებიან, ეძებენ სამსახურებს და ახდენენ სოცილიზაციას.
2005: Facebook და Twitter
2004 წელს მარკ ცუკერბერგმა გაუშვა ფეისბუქი, რომელიც სულ მალე გახდა სოციალური მედიის გიგანტი. დღესდღეობით ის ნომერ პირველი ვებსაიტია და მას მილიარდამდე მომხმრებელი ყავს.
თუმცა 2004 წელს ფეისბუქი (მაშინდელი TheFacebook.com) მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო ჩართული. მარკმა სწორად დაინახა საიტის პოტენციალი და ის მთელი მსოფლიოსთვის საიტით facebook.com გახსნა.
2006 წელს ტექსტის გაგაზვნის ანუ SMS პოპულარობამ Jack Dorsey, Biz Stone, Noah Glass და Evan Williams-ს მისცა ინსპირაცია შეექმნათ ტვიტერი, სერვისი, რომელსაც ქონდა მკაფიო განმასხვავებელი მისია. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეეძლოთ გაეგზვნათ "Tweets" (ტვიტები), რომელიც 140 ან ნაკლები სიმბოლოსგან შედგებოდა. დღესდღეობით ტვიტერს 500 მილიონამდე მომხმარებელი ყავს.
2010: პაკეტის დარჩენილი ნაწილები
2010 წლამდე კიდევ იყო სხვა ვებსაიტები, რომლებიც სოციალური მედიის სერვისებს სთავაზობდა მომხმარებლებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი იყო Flickr.com. რომელიც ახლაც ერთ-ერთი პოპულარული ფოტოს გასაზიარებელი ვებსაიტია. მასთან ერთად არიან Photobucket და Instagram, რომელმაც დღესდღეობით დიდი პოპულარობა შეიძინა.
Tumblr, როგორც მიკრობლოგინგ ვებსაიტი 2007 წელს ჩაეშვა ინტერნეტში. თავიდან ის David Karp- მა შექმნა, ახლა კი მისი მფლობელი კომპანია "Yahoo"-ა. ესაა საიტი რომლის აღმოცენებაც 2000-იანი წლებიდან დაიწყო. ასევე იმ დროს პოპულარული ვებსაიტი იყო Foursquare, რომელსაც ძირითადად სმარტფონის მომხმარებლები იყენებდნენ, შემდეგ გამოჩნდა Pinterest, Spotify და სხვები. 2000-იანი წლებიდან შემორჩენილი ვებსაიტებია: Google Buzz, Loopt, Blippy და Groupon.
მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალური მედია არამხოლოდ ფართოგამოყენებადი იყო გართობისთვის, არამედ ის გახდა ფართოდ გავრცელებული ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროში.
ვებგვერდებმა დაიწყეს მათი პროფილების შექმნა სოციალურ მედიაში, ბიზნესმა დაიწყო ფეისბუქის და ტვიტერის გამოყენება და მათი მისამართები უკვე სატელევიზიო რეკლამებში ჩართეს.
სოციალური მედიის ლოგოები ყველგან გამოჩნდა. და დღეს უკვე თითქმის წარმოუდგენელია ბიზნესი ან ბრენდი მათ გარეშე.
დამატებით უნდა ითქვას, რომ სოციალური მედია გახდა ერთ-ერთი საუკეთესო გზა, სადაც ინტერენეტ მარკეტერები და ვებგვერდების მფლობელები ცდილობენ გაეზარდათ თავიანთი საქმიანობის ცნობადობა. სულ მალე დიდ თუ მცირე ბიზნესისთვის სოციალური მედიის მარკეტინგით მიღებული სარგებელი ნათელი და თვალსაჩინო გახდა.
სოციალური მედია დღეს
დღეს სოციალური მედია თავისთავში აერთიანებს ათასობით მედია პლატფორმას, ყველა მათგანი ემსახურება ერთსადაიმავეს, თუმცა საკმაოდ განსხავევბული მიზნით. რათქმაუნდა ზოგიერთი სოც. მედია საიტი უფრო პოპულარულია, მაგრამ პატარა ვებსაიტებსაც კი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი იყენებს, რადგან ისინი სხვადსხვა ტიპის ადამიანებს მარავალფეროვან სერვისებს სთავაზობენ.
მაგალითად ინსტაგრამი აკმაყოფილებს ისეთ ადამინებს, რომელებიც ყველაზე უკეთ ფოტოების საშუალებით ამყარებენ კომუნიკაციას. როცა ისეთი პლატფორმა, როგორიც ტვიტერია საუკეთესოა მათთვის, ვინც ურთიერთობს მოკლე ტექსტებით და ინფორმაციით. როგორც უკვე ითქვა, ბიზნესი სოციალურ მედიას სარეკლამოდ იყენებს, სხვადასხვა ვებსაიტები სთავაზობენ ბრენდებს მათი პროდუქციის სხვაგვარად გაპიარების საშულებას.
სოციალური მედიის მომავალი
თუმცა შეუძლებელია ზუსტად ვთქვათ რას გვიქადის სოციალური მედია მომავალში, ერთი რამ ნათელია, რომ ის ძლიერდება და ვითარდება. ჩვენ, ადამიანები სოციალური ცხოველები ვართ და კომუნიკაციის რაც უფრო მეტი საშუალება და დონე იქნება, მით უფრო ფართოდ გავრცელდება სოციალური მედიაც. აქედან გამომდიანარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თანამედროვე და საოცარი ტექნოლოგიების საშუალებით სოციალური მედია მომავალ ათწლეულებში კიდევ უფრო ძლიერი და საინტერესო გახდება.
მომზადებულია საიტიდან: http://historycooperative.org
თარგმნა გიო ბეჟანიშვილმა

0 comments: